მთავარირეგიონისაზოგადოება

წალენჯიხაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

შემთხვევის ადგილისკენ უკვე გაემართნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხანძრის სამი კერაა: მუჟავადი ოლორის უბანში, სქურსა და მედანის მთის ფერდობებზე.

ხანძრის კერები დასახლებული პუნქტებიდან შორსაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

Comment here