მთავარისაზოგადოება

მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო

პირველ ეტაპზე, არსებული მონაცემების სისტემატიზაცია და თანამშრომლების მომზადება იგეგმება.

მოსახლეობის აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 2 წელი გრძელდება. აღწერის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრატორების მომზადება, აღრიცხვის სისტემის შემუშავება, მოსახლეობის მისამართების დადგენა და მათი რეგისტრატორებს შორის გადანაწილება.

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა პირველად 2002 წელს ჩატარდა. 2002 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებთა რაოდენობამ 4 მლნ 371,5 ათასი ადამიანი შეადგინა.

მოსახლეობის მეორე აღწერა 2014 წელს ჩატარდა. მოსახლეობის რაოდენობამ 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით 3 729 635 ადამიანი შეადგინა.

როდის დაიწყება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ჯერჯერობით უცნობია.

Comment here