მთავარიმსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა, — შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 63 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 22 977 023 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს — ბრაზილია, მეოთხეს — რუსეთი, მეხუთეზე კი — დიდი ბრიტანეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Comment here