მთავარისაზოგადოება

პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე საეჭვოდ დადებითია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე საეჭვოდ დადებითია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, კორონავირუსზე ილია მეორეს ტესტირება ჩაუტარდეს.

„შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხია საეჭვო დადებითი. ახლა დილით კიდევ აიღეს ანალიზი და „პისიარ“ ტესტი 15:00 საათისთვის დამთავრდება, მერე იქნება საბოლოო პასუხი. პირველი პასუხი წუხელ, გვიან იყო.

შეიძლება, დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება, მოხდეს ესეც. ეპიდემიოლოგები და ყველა ცდილობს, სწორი გზა მონახოს, რათა ყველა გზა იყოს დაცული“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

Comment here