მთავარისაზოგადოება

სუს — აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან, უწყვეტ რეჟიმში ვთავაზობთ

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოებში ქართული მხარე არ ჩართულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

„ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან, უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს. არის მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ჯერჯერობით, ქართული მხარე სამუშაოებში არ ჩართულა, თუმცა ნებისმიერი მიმართულებით სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ“,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ.სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.

Comment here