მთავარიმსოფლიოსაზოგადოება

ინდონეზიაში თვითმფრინავის დეტალები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

Reuters-ის ინფორმაციით, ინდონეზიაში თვითმფრინავის დეტალები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს.

სწორედ ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ საქმე ავიაკატასტროფასა და გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავს, ბოინგ 737-ს ეხება.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ზღვის იმ ნაწილში, სადაც თვითმფრინავი ჩავარდა, მყვინთავები და სამაშველო ჯგუფის წევრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი, მათ შორის, 10 მცირეწლოვანი იმყოფებოდა.

Comment here