მთავარირეგიონისაზოგადოება

«ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე» — აქცია ქუთაისში

საზოგადოების წარმომადგენლებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია «ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე» გამართეს.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, დეკანოზ ილიას ქადაგებისას გამოთქმული ანტისემიტური გამონათქვამები მიუღებელია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრებას ისტორიული წარსული აქვს და მისი უგულვებელყოფა არავის უნდა შეეძლოს.

«ურთიერთობებს ერთეული ადამიანების განცხადებები ხელს ვერ შეუშლის», — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

Comment here