მთავარირეგიონისამართალი

ხარაგაულში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

იმერეთის პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

1990 წელს დაბადებულმა პირმა 9 იანვარს, სოფელ ვარძიაში შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს — 1963 წელს დაბადებულ პირს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

«სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი მიმდინარეობს…», — აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comment here