მთავარიპოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

«ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს:

დემოკრატიის გაძლიერება (საკონსტიტუციო რეფორმა, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები);▹ ადამიანის უფლებების დაცვა (პენიტენციური სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა);▹ ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება;

პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატებები მოიტანა;

მშვიდობის განმტკიცება და უსაფრთხოება (თავდაცვის სფეროს რეფორმები და თავსებადობა NATO-ს სტანდარტებთან, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში);

სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგისტრალური გზები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა),»- წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი «ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

Comment here