მთავარიპოლიტიკა

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტი 80-მდე მუხლს, 1 500 პატიმარს და 6 000-მდე პრობაციონერს შეეხება. ნორმატიული აქტი ასევე ვრცელდება 4 000-მდე პირზე, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით ჯარიმა აქვთ განსაზღვრული. კანონპროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პატიმრები, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერაც ექნება. ამნისტიის აქტზე დეპუტატებთან ერთად მთავრობის წევრები, არასამთავრობო სექტორი და საპატრიარქოს წარმომადგენლები მუშაობდნენ.

 

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში.

 

Comment here