მთავარიპოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი — ივანიშვილი არსად წასულა, ის აღვირახსნილ პოლიტიკაში მოდის

ბიძინა ივანიშილი არსადაც არ წასულა. უფრო მეტიც, ახლა იწყება ყველაზე დიდი აღვირახსნილობა პოლიკიტაში, — ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა.

 

მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯი, ივანიშვილის მხრიდან ფარსი ქმედება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა.

 

„ის ხელოვნურად ქმნის პოლიტიკიდან წასვლის იმიტაციას, ვინაიდან, მას აქვს შიშები და იმალება. ასე ადვილად, მიტაცებული სახელმწიფოდან წასვლა არ ხდება. ეს მოსვლას უფრო ჰგავს, ვიდრე — წასვლას. მის წასვლას მაშინ დავიჯერებთ, როდესაც ის, მიტაცებულ სახლემწიფო ინსტიტუციებს დააბრუნებს. ახლა, ყველა ერთად, ვნახავთ ირაკლი კობახიძის აღვირახსნილობას! ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ და ივანიშვილი უნამუსოდ იღებს ვითომ ჯილოებს, — ეს ძალინ ამაზრზენია და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს!“, — აცხადებს ჩარკვიანი.

 

„მე მას ადამიანურად, ადრეც ვუთხარი და კიდევ ვიმეორებ, — ისტორიას არ ახსოვს მიმტაცებლების და ოლიგარქების გადარჩენის ფაქტი! ის წავა კი არა, გაიქცევა და გაქრება, თუმცა, ამჯერად ისევ აქ არის და ყველაზე ცუდ პოლიტიკას იწყებს“, — დასძენს თაკო ჩარკვაინი.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

 

Comment here