მთავარიპოლიტიკა

იაგო ხვიჩიას ივანიშვილის წასვლის დაჯერება უჭირს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა შეიძლება მართალიც იყოს, ან არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, როცა ის უკან დაბრუნებას თვლის საჭიროდ ბრუნდება. შესაბამისად წავიდა თუ არა ცოტა ძნელი სათქმელია”, — ამბობს გირჩის თავმჯდომარე იაგო  ხვიჩია ,,ჯორჯიან თაიმსის» რადიოეთერში ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში ,,დროული დიალოგი».

 ,,ახლა რა ხასიათზე გაიღვიძა და ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო ვერ გეტყვით, მისი მისამართით გაკეთებულ ყველა შეფასებას არსებობის უფლება აქვს. არც ,,ოცნება“ გამოიყურება ძალიან დამწუხრებულად, ერთი რამ კი ფაქტია, ივანიშვილი მიდის ხოლმე პოლიტიკიდან, მაგრამ ისევ ბრუნდება როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს“, — აღნიშნავს ხვიჩია.

Comment here