მთავარიპოლიტიკა

იაგო ხვიჩია — ბანძ პარლამენტში შესვლა არ ღირს

პარლამენტში, რომელსაც  სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და იქ  მხოლოდ ერთპარტიული პოლიტიკური ველია, შესვლა გაბანძებაა და მეტი არაფერი — ამბობს გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში „დროული დიალოგი“.

„ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრობის ჭიდილში პატარა პარტიები იჭყლიტებიან ,ნაციონალებს უნდათ პარლამენტი ,, ოცნების“ გარეშე და პირიქით. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი და ჩვენი შესვლა არ შესვლით, საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული ვერ გახდება“, — აღნიშნავს ხვიჩია.

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში მხოლოდ ერთი დათქმით, შეიცვალოს საარჩევნო კანონი, ბარიერი 1% იყოს, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია, ვადამდელი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით დაინიშნოს.

„თვითმმართველობის არჩევნები იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი და გამოჩნდება ,,ოცნების’ მხარდამჭერთა რეალური რაოდენობა. ეს ერთგვარი პლებისციტიცაა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს და ბარიერმა 5 % დან 1 % მდე დაიწიოს,“ — აღნიშნავს „გირჩის“ ლიდერი.

რაც შეეხება, მეხუთე რაუნდს, ხვიჩიას თქმით, ის გეგმავს შეხვდეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს და ერთდ შეიმუშაონ წინადადებათა პაკეტი, რომლითაც შუამავალი ელჩების წინაშე წარსდგებიან.

 

Comment here