პოლიტიკა

ინჯია — შიდა პარტიული საქმეა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან სხვა თანანამდებობის პირი „ქართულ ოცნებაში“

ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შიდა პარტიული საქმეა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან სხვა თანამდებობის პირი „ქართულ ოცნებაში“და მისი თქმით, არც ისაა მართალი, რომ პარტიის თავმჯდომერე მძიმე პოლიტიკური ფონის გამო წავიდა თანამდებობიდან.

„უნდა გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ მძიმე პოლიტიკურ ფონს, რაში გამოიხატება ეგ? პარლამენტი მუშაობს, პარლამენტში არის ორი პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება“ და „ევროპული სოციალისტები“. მუშაობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მე ვერ ვხედავ აქ პოლიტიკურ კრიზისს. სულ სხვა საქმეა ეკონომიკური მდომარეობაპანდემიიდან გამომდინარე მძიმე მდგომარეობაა და როდემდე გასტანს, ეს კიდევ არ ვიცით.  აქ ყველანაირი მობილიზაცია უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რათა გლეხი და ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი, ეს როგორმე კომპესირებული იქნას. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, მე ვერ ვხედავ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.

Comment here