ბიზნეს რეიტინგი1

მამუკა მდინარაძე — საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო, — ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი.

„ბუნებრივია, ადამიანურად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე, მათ შორის მასზე, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ვფიქრობთ, ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ასეც იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.

„საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა, თავად მიაღწია იმას, რომ დემოკრატიის და მისი ხარისხის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რადგან უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები, დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ამ ქვეყანაში, და ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

Comment here