მთავარიპოლიტიკა

ვახტანგ მაისაია — რუსეთს გეო-ეკონომიკურ ჰეგემონიის დამყარება სურს

კრემლში პუტინის ალიევის და ფაშინიანის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვს ამიერკავკასიაში ეკონომიკური კონტროლის სრული დამყარება სურს, კომისია რომელიც შეიქმნა სწორედ ამიერკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალების შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ბაქო- თბილისი ყარსის ალტერნატივადაც შეიძლება განვიხილოთ — აცხადებს პოლიტიკის მეცნიერება დოქტორი ვახტანგ მაისაია ”ჯორჯიან თაიმსთან”  საუბარში.

,, ფაშინიანისა და პუტინის პირისპირ შეხვედრაზე არ არის გამორიცხული, საუბარი ჩრდილოეთ და სამხრეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე ყოფილიყო, ანუ აფხაზეთის სარკინიგზო ხაზზე, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს რუსეთს სომხეთს და ირანს, ამ თემაზე პუტინმა აფხაზეთის  დეფაქტო პრეზიდენტთან ბჟანიასთანც ისაუბრა,  —  ამბობს პოლიტოლოგი

მისი თმით, რუსეთი შეეცდება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ ბაქო — თბილისი -ჯეიჰანის მილსადენზეც მოიპოვოს კონტროლი, ბაქო სუფსის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე, მცოცავი ოკუპაციის შედეგად ეს გამოუვიდა. ალიევის განცხადებით, თუ ვიმსჯელებთ, ამ გეოეკონომკურ გადანაწილებაში საქართველს ინტერესებიც გამოიკვეთება.

,,ჩვენი ევროატლანტიკური კურსიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები ამა თუ იმ პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ უნდა მივიღოთ, — აცხადებს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ კავკასიაში ინტერესი საფრანგეთსაც გაუჩნდეს და ამაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილისათვის საპატიო ლეგიონის ორდენის გადაცემაც მეტყველებს, გარდა  მისა  ყარაბაღს საფრანგეთის სახით სერიოზული ლობი ჰყავს.

 

 

Comment here