მთავარისაზოგადოება

ლადო კახაძე — მზად ვარ, პირველი ვაქცინა საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე მზაობას გამოთქვამს, კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს და იგივესაკენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს მოუწოდებს.

 

კახაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ვაქცინაციის პროცესის მიმართ მოსახლეობის ნდობის გაჩენის მნიშველობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკითა და როგორც დარგის სპეციალისტმა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ, ვინც არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და არასამთვარობო სექტორიდან… დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, — განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

 

კომიტეტმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

 

Comment here