მთავარისაზოგადოება

სერგო ჩიხლაძე — ე.წ. „ლოქდაუნის“ გაგრძელება საზოგადოების მხრიდან მთავრობის უნდობლობას კიდევ უფრო გაზრდის

ე.წ. „ლოქდაუნის“ პირველ თებერვლამდე გაგრძელების საჭიროება, ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ იყო, ვინაიდან, ეს ორი კვირა, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას და ბიზნესს, — ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, — სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

 

სერგო ჩიხლაძე შეზღუდვების გახანგრძლივებას უსამართლოდ მიიჩნევს, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია.

 

„მაშინ, როდესაც, ვირუსის 5 000  შემთხვევიდან, ასობით და მაქსიმუმ 2 000 შემთხვევამდე ჩამოვედით, ამ რეგულაციის გახანგრძლივება მართებულად არ მიმაჩნია. ჯანდაცვის სისტემა ამ რაოდენობის ინფიცირებულ პაციენტებს უპრობლემოდ გაუმკლავდებოდა. ყველაფრიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას არ აქვს გეგმა, რომლითაც ვირუსის მართვისას უნდა სარგებლობდეს.

 

ეს მორიგი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ხელისუფლების მხრიდან, რაც, საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ უნდობლობას გამოიწვევს. არანაირი ფასი მთავრობის დაანონსებულ გეგმას უკვე აღარ აქვს. ეს ეხება ასევე სატრანსპორტო შეზღუდვასაც, რომელიც, მოსახლეობას, ასევე  ძალიან აზარალებს“, — აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

 

Comment here