ბიზნეს რეიტინგი1

კახა გოგოლაშვილი — ძნელია იმის წინასწარმეტყველება რეალურად რა იყო წასვლის მიზეზი

რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ამის გადაჭრით თქმა ძნელია, ნებისმიერ მოსაზრებას  აქვს არსებობის უფლება, მისი საჯაროობის მიუხედავად, მასზე ინფორმაცია ფაქტობრივად დახურულია — აცხადებს ,, ჯორჯიან თაიმსთან საუბარში პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.

ძნელია რამის წინასწარმეტყველება, რეალურად რა იყო წასვლის მიზეზი, თუ პრაგმატულად შევხედავთ ქონების ქართუ ჯგუფზე გადაფორმებით და გადასახადებისგან გათავისუფლებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის მიდის ქვეყნიდან. მეორე მოსაზრებით, ის შორიდან დააკვირდება მოვლენებს, მისივე თქმით აღარ დაეხმარება ,,ოცნებას’’ ფინანსურად, რადგან თვლის რომ ამ პოლიტიკურ გუნდს 4 წლიანი მმართველობა გარანტირებული აქვს და შესაბამისად მის ბიზნესსაც საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ , ასეთი საფრთხე იგრძნო ის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მატერიალურ დახმარებას აუცილებლად გაუწევს. ერთი იმიტომ, რომ პოლიტიკური ველი დაბალანსდეს და მეორეც, არ დაუშვას მის მიმართ რადიკალურად განწყობილი ძალების ხელისუფლებაში მოსვლა“, — აღნიშნავს პოლიტოლოგი.

გოგოლაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ამერიკაში დემოკრატების ხელისუფლებაში მოსვლა ივანიშვილისთვის შეიძლება რაიმე ტიპის დისკომფორტს წარმოადგენდეს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავ, ეს მხოლოდ ვარაუდია და გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება.

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილმა «ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკასაც ჩამოშორდა.

Comment here