აქტუალური თემაექსკლუზივიინტერვიუმთავარიპოლიტიკა

ხათუნა ლაგაზიძე -,, ქართული ოცნების’’ დაშლა დიდ წილად საგარეო ფაქტორზე იქნება დამოკიდებული

ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობის შემდეგ მისი პარტიის ,,ქართული ოცნების’’ დაშლა  მეტწილად საგარეო ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, თუი პარტიის ძირითადმა ღერძმა ივანიშვილის მიმართ დასავლეთის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება იგრძნო პარტიის ჩამოშლის პროცესი დაიწყება — აღნიშნავს ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

თუ კი ,,ოცნების’’ მაღალჩინოსნებმა იგრძნეს, რომ ივანიშვილის მიმართ დასავლეთის კეთილგანწყობა არ არსებობს და ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდებათ პარტია ჩამოშლას დაიწყებს და მეორეც, და არანაკლებ მნიშვნელოვანი მოცემულობა, კობახიძე, რომელიც მან თავმჯდომარედ დატოვა,,ოცნები’’ უდიდესი ნაწილისთვის, მიუღებელი ფიგურაა. იმას, რასაც უთმენდნენ ივანიშვილს მას არავინ აპატიებს. შესაბამისად, ესეც ერთერთ განმსაზღვრელია იმისა, რომ პარტია შეირყეს’’— აღნიშნავს ლაგაზიძე.

რაც შეეხება, კითხვას, რატომ წავიდა ივანიშვილი პოლიტიკური ველიდან, ლაგაზიძის აზრით, იგი დაელოდება აშშ-ის ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში და მეორე ფაქტორი, რაც პოლიტოლოგის აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ესაა კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენების გაძლიერება.

,,მანამ, ვიდრე რუსეთისა და აშშ- ს საგარეო პოლიტიკის კურსი არ გამოიკვეთება, ივანიშვილმა ტაიმაუტი აიღო. თუ ეს ორი ფაქტორი მის სასარგებლოდ დალაგდა, მაშინ საერთოდ რაღა უნდა პოლიტიკაში, თუ არადა, საერთოდ მოერიდება ახალი პოლიტიკური თამაშის წამოწყებას“, — ამბობს ლაგაზიძე.

Comment here