აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

საქართველოს 9-ე მოწვევის პარლამენტის წევრი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის წარმატებულად განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა. როგორც მან „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში  განაცხადა,  „ბიძინა ივანიშვილის გამოკლება რა თქმა უნდა დიდი დანაკარგი იქნება ოცნების გუნდისათვის“.

„ასეთი ლიდერი დიდ უპირატესობას ანიჭებდა პარტიას. მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ მარადიული არაფერია და როცა სახელისუფლებო პარტია ხარ, ყველა შემთხვევაში უნდა შეძლო განაგრძო სვლა იმ რელსებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. პარტიაში ეს კარგად იციან. იქ არიან ჭკვიანი, განათლებული ახალგაზრდები და მე იმედი მაქვს, “ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის დამოუკიდებელი ცურვისთვის. მას ამისთვის ყველა პირობა აქვს“, —  განაცხადა  ქანთარიამ. მან ფასდაუდებელი უწოდა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“დატოვების შესახებ, გარკვეულწილად გულდასაწყვეტი, მაგრამ აბსოლუტურად სწორი და გასაგები ნაბიჯი იყო.

„ივანიშვილმა დიდი კვალი დატოვა,როგორც პოლიტიკოსმა,რომ არაფერი ვთქვა მის ქველმოქმედებაზე. მან აბსოლუტურად უიმედო სიტუაციაში მოახერხა ქვეყნის დახმარება და იმედი ჩაუსახა ქართულ საზოგადოებას. წლების განმავლობაში ივანიშვილი და მისი გუნდი ახერხებდა შეენარჩუნებინა სტაბილურობა. შეიცვალა მმართველობის ფორმა, გადაიდგა უამრავი ქვეყნისათვის სასიკეთო ნაბიჯი და თუ ონკანში თაფლი და რძე არ წამოვიდა, ამაში ივანიშვილს ნუ დავადანაშაულებთ“, — განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

Comment here