მსოფლიოპოლიტიკა

YouTube-მა ტრამპს ანგარიშები გაუყინა

სოციალური ქსელებისა და რამდენიმე ბანკის შემდეგ ანგარიშები დონალდ ტრამპს ვიდეოსერვისმა YouTube-მაც გაუყინა. სერვისის წარმომადგენლების განცხადებით, ახლახან გამოქვეყნებული ვიდეო «ძალადობის წამახალისებელი» იყო და ის წაშალეს. შეზღუდვა მინიმუმ ერთ კვირას და შესაძლოა, მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

მანამდე ტრამპის ანგარიშები სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა და Facebook-მა განუსაზღვრელი ვადით დაბლოკეს. ისინი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, კაპიტოლიუმზე შტურმთან დაკავშირებით, ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. ამ ნაბიჯებს ტრამპმა სიტყვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა უწოდა. 

Comment here