მთავარისაზოგადოება

რელიგიათა საბჭო, ჩოხატაურის მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გმობენ.

რელიგიური ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში სასულიერო პირების ანტისემიტური გამოსვლების გამოც.

განცხადების ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღკვეთოს მომხდარი, ასევე, უზრუნველყოს რწმენის თავისუფლება ებრძოლონ ქსენოფობიასა და სიძულვილს.

«ჩვენმა საზოგადოებამ თითქმის მდუმარებითა და კრიტიკის გარეშე მიიღო ანტისემიტური გამოსვლების ტალღა რელიგიური პირების მხრიდან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებმაც მკაფიოდ დაგმეს ებრაელი ერისკენ მიმართული სიძულვილის რიტორიკა და ქართულ-ებრაული მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციაზე ალაპარაკდნენ.

შემაშფოთებელია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველო სახლის გახსნისა და ამ ნიადაგზე მუსლიმებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევა. ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა», — აღნიშნულია განცხადებაში.

რელიგიური გაერთიანებების თქმით, ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის, გამო რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა.

Comment here