საზოგადოება

ანთიძე — კომისია გელათში არსებულ სიტუაციას დეტალურად შეისწავლის

განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი. მხარეები სახურავის დამონტაჟების დროს მომხდარი ხარვეზების მიზეზებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რამაც წვიმის დროს ფრესკების დაზიანება გამოიწვია. კომიტეტზე ასევე ისაუბრებენ კომისიის შექმნაზე, რომელიც დაზიანებებს შეისწავლის.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, კომისია არსებულ სიტუაციას დეტალურად შეისწავლის და ხარვეზების გამოსწორებას სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაიწყებს.

Comment here