მთავარისაზოგადოებაჯანდაცვა

თამარ გაბუნია — ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, გვერდითი მოვლენების მონიტორინგიც განხორციელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია პირველ კვარტალში დაიწყება.

,,იანვრის ბოლოს, ჩვენ უკვე ველოდებით ოფიციალურ დასტურს კოვაქსის პლატფორმისგან, ქართულმა მხარემ უკვე გაგზავნა ოფიციალური წერილი, რომ ქვეყანაა მზადაა ვაქცინა მიიღოს და ამისთვის ინფრასტრუქტურა მზადაა — აცხადებს გაბუნია.

რაც შეეხება, ფაიზერის ვაქცინას და მისი შენახვის პირობებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისში , ქუთაისში და ბათუმში  — 80 გრადუსზე მომუშავე შესაბამისი მაცივრები გვაქვს, რომელიც ცივი ჯაჭვის არსებობას უზრუნველყოფს,ამ ეტაპზე ფაიზერის 300 ათასი დოზის შემოტანა იგეგმება.

,, ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად აუცილებლად განხორციელდება გვერდითი მოვლენების მონიტორინგიც და ამაში საერთაშორისო ექსპერტები დაგვეხმარებიან, პერიოდულად განახლდება სამოქმედო გეგმაც აცხადებს გაბუნია

Comment here