საზოგადოებასამართალი

თბილისში მამაკაცი მოკლეს

თბილისში საცხოვრებელ ვაგონში მამაკაცი მოკლეს. ბრალდებული 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ ცხელ კვალზე აიყვანეს.   ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგამოძიებო ინფორმაციის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

1982 წელს დაბადებული დაჭრილი მამაკაცი – გ.წ., შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

Comment here