პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი, ალეკო ელისაშვილზე — ის იტყუება და„ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილის თქმით,  ყველამ კარგად იცის, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა ციხეში. ელისაშვილი ასეთი განცხადებებით,  ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს

„ეს არის აბსოლუტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ციხეში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართლი ოცნების“ დამსახურება. მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად-ნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება. ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაშიც იტყუება და ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ნებისმიერი ადამიანი და პიროვნება, ვინც შევა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად გაწევრიანდება „ქართულ ოცნებაში“ და არ იქნება არავითარი განსხვავება, რა დაერქმევა „ევროპული სოციალისტები“, „გირჩის“ განაყოფი თუ „მოქალაქეები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის: „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.

Comment here