მთავარიმსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 მილიონს ასცდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, — შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

 

ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით მსოფლიოში 93.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 66.7 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 709 866 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს — ბრაზილია, მეოთხეს — რუსეთი, მეხუთეზე კი — დიდი ბრიტანეთია.

Comment here