მთავარიპოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა

სუბარის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უკვე თქვა, მისთვის რა შემთხვევაშია მისაღები ვადამდელი არჩევნების ჩატარება აქვე დაამატა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

„საპარლამენტო არჩევნები თუ გაყალბდა, ე.ი. არ შემდგარა, მაგრამ მყარად იმიტომ ვართ, რომ ვიცით, არჩევნები არ გაყალბებულა. იმის თქმა, რომ დიალოგზე არ მივდივართ, არასწორია, როცა დიალოგი არც დაწყებულა. საუბრის კარი წინასწარ არ უნდა ჩავკეტოთ. ჩვენი პოზიცია მკაფიოა, მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. ოპოზიცია რას ხვდება, ჩვენი განსახილველი არ არის, მაგრამ რასაც წარმოადგენენ, „ნაცები“ და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივე იქნებიან შიგნით. ამ ადამიანებს შორის დიალოგი შეუძლებელია. მათ უნდათ, თავისი გაიტანონ ან მათ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა. ასეთია მათი პოლიტიკა. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება აქვთ შიგნითაც, თუ ასეთ დროს ალეკო ელისაშვილი მათთან ურთიერთობის აზრს ვერ ხედავს, ეს მისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა მელიასა და ბოკერიას ელაპარაკებოდა, რადგან მათთან ლაპარაკს მართლა აზრი არ აქვს“, – განაცხადა სუბარმა.

 

Comment here