მთავარიმსოფლიო

აზერბაიჯანში მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ

აზერბაიჯანში ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ, — ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პასპორტების გაცემის საკითხი ასახულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2021-2022 წლების კოვიდ-19-ის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიაში», რომელიც დამტკიცებულია მინისტრთა კაბინეტის ბრძანებით.

 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი მოსახლეობის ვაქცინაციას ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით დღეიდან იწყებს. ქვეყანა, პირველ ეტაპზე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება.

 

Comment here