აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

გია ვოლსკი ოპოზიციასთან კონსულტაციების აზრს ვერ ხედავს

ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, რადგან პარტიებს სხვადასხვა მიზანი ამოძრავებთ. როგორც  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა,  ერთ ნაწილს არ აინტერესებს არჩევნები და მათი მიზანი რევოლუციური სცენარის განვითარებაა.

„ისინი იდეის დონეზე ნაცმოძრაობის გარშემო არიან შეკრებილები. მეორე ნაწილს სურს თავიანთი პოლიტიკური რესურსის გამოყენება და რეალიზება პარლამენტში, თუმცა აქვთ შიში. მათ ვერ დააღწიეს თავი ნაცმოძრაობის მარწუხებს“, — განაცხადა მან.

რაც შეეხება შეხვდებიან, თუ არა მმართველ გუნდში „გირჩსა“ და ელისაშვილს, ვოლსკი ამბობს, რომ ეს საკითხი სანამ მმართველ გუნდში არ განიხილება, პირადი აზრის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს.

„ოპოზიცია ლოიალური ერთმანეთის მიმართ არასდროს ყოფილა. ერთი საერთო აქვთ, იქნებ ამღვრეულ წყალში პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ», —  ამბობს ვოლსკი.

Comment here