მთავარისაზოგადოებაჯანდაცვა

ეკატერინე ტიკარაძე — თებერვლის ბოლოს ვაქცინაციას დავიწყებთ

ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვიდეს და შეასაბისად, გარანტირებულად შეიძლება იმის თქმაც, რომ თებერვლის ბოლოდან ვაქცინაცია დაიწყება — აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

„დღეს მივიღეთ წერილი, რომ კოვაქს პლატფორმა, გააქტიურდა, ამ ეტაპისთვის საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ჩვენგან მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია სწორედ, ამ „ცივი ჯაჭვის“ არსებობის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას. ამაზე ინფორმაცია ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ უკან, რათა მათ ჰქონდეთ გარანტია, აქვე დავამატებ იმასაც,რომ ვაქცინის შესანახი მაცივრები საქართველოს სამ დიდ ქალაქში გვაქვს, რომელიც მედიკამენტის ციცი ჯაჭვის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს — განაცხადა ტიკარაძემ.

 

Comment here