მსოფლიოპოლიტიკა

კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წინასწარი ინფორმაციით,  აშშ-ში კაპიტოლიუმის შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს, რის შემდეგაც კომპლექსი ჩაიკეტა და ვითარება „გარე საფრთხედ“ შეფასდა.

კაპიტოლიუმის შენობიდან გასვლა ან მასში მოხვედრა შეუძლებელია.

უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ შენობასთან მიახლოებისგან.

კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან კი, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რომლებიც ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიციას ესწრებოდნენ.

Comment here