სამართალი

მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს, ბრალი ორი მუხლით – 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას დევნილთა დასახლებაში ორი დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა ბინის მეპატრონე ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა. დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება.

.

Comment here