აქტუალური თემაეკონომიკამთავარი

ენგურჰესის რეაბილიტაცია ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი მაშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო — სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები — ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება — რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს,» — განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.

Comment here