ეკონომიკასაზოგადოება

 სამინისტროებს დაევალათ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა შეიმუშაონ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის დაგეგმვა დაავალათ — აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„პრემიერის დავალებაა, რომ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, მონახაზები უკვე არსებობს, რომ გახსნა არ მოხდეს ეტაპობრივად ანუ მაგალითად ორი კვირა ან ერთი თვე გაიხსნება ერთი ბიზნესი, მოხდება დაკვირვება და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით მიიღება გადაწყვეტყილება, რა გაიხსნას მეორე ეტაპზე, მესამეზე და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოებული ტესტირებების და იმედია, თებერვლიდან ვაქცინაციის თანხლებით“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Comment here