აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

ფრიდონ ინჯია — ოპოზიცია მხოლოდ პარლამენტში იქნება სრულფასოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგ ოპოზიციის შეთავაზებებს გამოეხმაურა პარლამენტში შესული ოპოზიცია. როგორც  „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის ოპონენტები უნდა შევიდნენ პარლამენტში, რადგან ამ შემთხვევაში ოპოზიციას მეტი ძალა ექნება და ისინი შეძლებენ იყვნენ სრულფასოვანი ოპოზიციონერები.

«პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, ისინი ამ თვეების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდნენ ერთ პოზიციაზე», — განაცხადა  ფრიდონ ინჯიამ.

კითხვაზე, რომელ ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლებდა ის და არის, თუ არა რომელიმე პარტია დღეს საკანონმდებლო შენობის გარეთ, რომლის ხედვაც მისაღებია, ინჯია არ ასახელებს მათ და ამბობს, რომ დიალოგი მაშინ დაიწყება, როცა ისინი (ოპოზიცია) ტრიბუნებიდან დაიწყებენ საუბარს.

 

Comment here