მთავარიპოლიტიკა

„ქართულ ოცნებაში“ განვითარებული  მოვლენები გვიჩვენებს, წავიდა თუ არა  ივანიშვილი — ხიდაშელი

წავიდა  თუ არა პოლიტიკიდან  ბიძინა ივანიშვილი ცნობილი  პარტიაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ გამოჩნდება.  როგორც   არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, გადაცემაში „;დროული დიალოგი“ განაცხადა, მთავარი დანიშნულება ბიძინა  ივანიშვილის  ღია წერილისა იყო ის, რომ  მას  სურდა  საჯარო სივრციდან გასვლა.

„უახლოეს მომავალში, თუ არ დავინახავთ სეპარატისტულ მოძრაობებს „ქართულ ოცნებაში“, ე.ი. ბიძინა ივანიშვილი  მყარად დგას   ირაკლი კობახიძის უკან“, —  განაცხადა  თინა ხიდაშელმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ  ბიძინა ივანიშვილმა  დატოვა ადამიანი, რომელსაც ყველაზე ნაკლები ავტორიტეტი აქვს თავად პარტიაში.

რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობას“  თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით,  ამ შემთხვევაში ლაშა ნაცვლიშვილის გამოთქმა „ივანიშვილი ყველგანაა“ აშკარად ამართლებს.

Comment here