მთავარისამართალი

ხაშურში ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული  მორები გამოავლინეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს. ამის შესახებ GTNewss გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადააგზავნეს..

Comment here