მთავარიპოლიტიკა

ბექა დავითულიანი — საქართველოს თავდაცვის ძალები  თავსებადია ნატოს სტანდარტებთან

საქართველოს თავდაცვის ძალები სრულ თავსებადია ნატოს სტანდარტებთან — ამგვარად უპასუხა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამ პროცესს რუსეთი ხელს ვერ შეუშლის.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. „საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში — ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბექა დავითულიანის თქმით, საქართველოს  ნატოსთან დაახლოების პროცესი  ყოველდღიურად უმჯობესდება. „ბევრი ისეთი ქვეყანაა ნატოს წევრი დღეს, რომელიც მიღების დროს საქართველოზე ბევრად უფრო უკან იყო», — განაცხადა  დეპუტატმა.

Comment here