მსოფლიო

გერმანიასა და ავსტრიაში პირბადეს რესპირატორი ჩაანაცვლებს

გერმანიის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ჩვეულ სამედიცინო პირბადეებზე უარის თქმა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაღაზიებსა და ტრანსპორტში დაცვის მაღალი ხარისხის მქონე, FFP2 კლასის რესპირატორების ტარება მოუწევთ, იუწყება The Guardian-ი.

ხელისუფლება ამ გზით ამკაცრებს ბრძოლას კორონავირუსულ პანდემიასთან.

„24 იანვრამდე ეს ნოვაცია სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ამის შემდეგ მოთხოვნის დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს“, — წერს გამოცემა.

გარდა გერმანიისა, პირბადეების ნაცვლად რესპირატორების ტარება გადაწყდა ავსტრიაშიც, სადაც ეს ზომა სავალდებულო 25 იანვრიდან გახდება.

 

Comment here