აქტუალური თემამთავარიპოლიტიკა

„ოცნებას“ ოპოზიციის გარეშე  საერთაშორისო ვიზიტები, უხერხულობას არ უქმნის — დავითულიანი

საერთაშორისო   ვიზიტებისას ოპოზიციის გარეშე განხორციელება უხერხულობას საპარლამენტო უმრავლესობას არ უქმნის. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, ის ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ოპოზიცია თუ შევა პარლამენტში, ისინი აღნიშნულ დელეგაციებში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

პარლამენტის დეპუტაცია საგარეო ვიზიტებს იწყებს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში. თუმცა, პირველი შემთხვევაა, როცა ვიზიტები ოპოზიციის გარეშე განხორციელდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი მმართველ გუნდს დისკომფორტს შეუქმნის, რადგან საგარეო ვიზიტების დროს შესაძლოა დაისვას  კითხვა, ოპოზიციის არყოფნის მიზეზებზე.  მმართველ გუნდს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ახსნა მოუწევს, რაც დისკომფორტს შექმნის.

ოპოზიციის პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი ვერ აიღებს, თუ შემოვლენ პარლამენტში, ისინი აუცილებლად მიიღებენ დელეგაციაში მონაწილეობას. რაც შეეხება დისკომფორტს, ეს დისკომფორტი ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. დღეს მათზე ერთგვარი ზეწოლა ხორციელდება ორი პარტიისგან (ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა)“ —  განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, ჩვენ ცალსახად ოპოზიციას მნიშვნელოვანი ნაბიჯები შევთავაზეთ, რათა არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაცია დასრულებულიყო. „ისინი სამართლებრივად ვერ ასაბუთებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ვინც არ შემოვა საკანონმდებლო ორგანოში, მოხდება მათი სურვილების გამჟღავნება, კერძოდ ის, რომ  მათ ამოძრავებთ დესტრუქციული ქმედებები“, —  დასძინა  დეპუტატმა.

Comment here