კულტურა

შეხვედრა ხელოვნების სასახლეში

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტები დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან გრძელდება. ამჯერად, თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა.

საუბარი შეეხო წინა წლებში იუსტიციის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მუზეუმის სამომავლო გეგმებს, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური კიდევ მეტად განვითარების აუცილებლობას.

„საამაყოა, რომ ქვეყანაში ამ რანგის მუზეუმი არსებობს. მომავალში მისი ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება“, — განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Comment here