კულტურამსოფლიო

Unified Filmmakers-ი კორონავირუსის თემაზე შექმნილ ფილმებს საქართველოდანაც შეარჩევს

ახალი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, Unified Filmmakers-ი კორონავირუსის თემაზე შექმნილ ფილმებს არჩევს, — ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

Unified Filmmakers-ი Covid-19 პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს კინემატოგრაფისტებს მთელ მსოფლიოში, გააზიარონ თავიანთი პირადი ისტორიები ამ უჩვეულო დროზე. მათ შორის, ფესტივალი ეძებს ფილმებს საქართველოდან, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს:

თემა: ფილმები კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდზე;

ფილმების მეტრაჟი: 5 წუთამდე ან 5-20 წუთი;

ფილმების წარდგენის ბოლო ვადა: 31 მარტი;

ფესტივალის ფორმატი: ონლაინ ფესტივალი;

ფესტივალის თარიღები: 1-ლი მაისი — 31 ივლისი, 2021

ჯილდო: 1000 ევრო, ჟიურისა და მაყურებლის ჯილდო.

Comment here