ბოლო სიახლეებიმთავარიპოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო — სუბარი

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. დაიწყო კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება თბილისში და ვინ რეგიონებში. როგორც თქვენთვის ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კოდექსში სერიოზული ცვლილებები შედის, და შესაბამისად, მოსამზადებლად დიდი დრო იქნება საჭირო“, – განაცხადა სუბარმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ცესკოს მიმართა დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის არჩევნების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის  უზრუნველყოფაზე.

აღსანიშნავია, რომ მისი დანერგვისთვის საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა მოამზადოს.

Comment here