ბოლო სიახლეებიეკონომიკა

ეკონომიკური გუნდის 90 %  შესაცვლელია — ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია

ეკონომიკური გუნდის  შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, გადაცემაში „კაპიტალი“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ.

“თუ ასე გაგრძელდა, არის ნიშნები მივიდეთ ​დეფლაციურ ​შოკამდე . 2010-11 წლიდან 120  პროცენტითაა მომატებული ფასები. ფაქტიურად, ბოლო 10 წელია არაფერი გაკეთებულა იმპორტშემცვლელი პროდუქციის საწარმოებლად,“ —  განაცხადა მან.

როგორც შენგელია აცხადებს, ადგილობრივი პროდუქციის  წარმოებისათვის დიდი   ძალისხმევა და კაპიტალდაბანდება არაა საჭირო. „ნიორის და სხვა რამის მოსაყვანად  დიდი ამბები არაა საჭირო. აქ უკვე მწარმოებელთან კი არა,  სახელმწიფო მიდგომასთან გვაქვს პრეტენზია.  საკადრო პოლიტიკაა შესაცვლელი. ეკონომიკური გუნდში 90 % ხალხის შესაცვლელია.  ათეული წლებია ისინი გადაადგილდებიან ერთ წრეზე, მაგრამ ვხედავთ, რომ რეალურად არაფერი ხალხისთვის არ იცვლება,“ — განაცხადა  ნიკა  შენგელიამ.

მისი თქმით, ჩვენი  ეკონომიკა არ მუშაობს ყველაზე, რისი  დასტურია ის, რომ ინკლუზიური ზრდა ეკონომიკის  არ ხდება.

Comment here