ბოლო სიახლეებიეკონომიკაპოლიტიკა

რა პრობლემებზე საუბრობენ ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მფლობელები -შეხვედრა სოზარ სუბართან

ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მფლობელები დახმარებას ითხოვენ და პრობლემებზე სასაუბროდ სოზარ სუბარს შეხვდნენ.

ბიზნესმენები იმ რეგულაციების გადახედვას ითხოვენ, რომელიც 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.  საქმე ეხება დადგენილებას, რომელიც სახერხი საამქროების ვიდეო მონიტორინგის სისტემით აღჭურვას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ზოგადად აღინიშნა, რომ ბოლო წლებში რაც აღრიცხვიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მოხდა, არის ძალიან კარგი, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებსაც მათი აზრით სჭირდება გარკვეული დახვეწა, ხოლო ზოგიერთი რეგულაციის მინიმუმ გადადებას ითხოვენ იმიტომ, რომ კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და, შესაბამისად, დღეს ეს ახალი რეგულაციები მძიმე ტვირთად დააწვებათ. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმება იქნებოდა უფრო უპრიანი.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ შესაბამის უწყებებთან — ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი — ვიმუშაოთ, რეალურად გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და, შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს რეგულაციები მძიმე ტვირთი“, — აცხადებს სოზარ სუბარი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე და ანზორ ბოლქვაძე, ასევე გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები.

Comment here