რეგიონისამართალი

რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

ოჯახური კონფლიქტის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ შავლიაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. შავლიაშვილი ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

36 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევა გურჯაანში მოხდა. ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირება 1 წლის ჩვილის გარდაცვალებით დასრულდა. კაცი მეუღლეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდა, როცა ქალს ჩვილი ხელში ეჭირა, რა დროსაც ბაშვმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.

Comment here