ბოლო სიახლეებიმთავარიპოლიტიკა

შეურაცხყოფის მოთმენა არ შეიძლება, მაგრამ საქმე კომბლით არ უნდა მოგვარდეს — ღუდუშაური

როდესაც ხდება ფარული მიყურადება, ჩანაწერის მოპოვება და გავრცელება ეს სისხლის სამართლის საქმეა და შესაბამისად, პროკურატურის პირდაპირი  მოვალეობაა გამოძიება დაიწყოს, პირველ ეტაპზე გამოძიებამ ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დაადგინოს — განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალუდა ღუდუშაურმა რადიო «ჯორჯიან თაიმსის» ეთერში ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში «დროული დიალოგი». «საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პროკურატურას კვალიფიკაციას უწუნებს, მინდა განვუმარტო, რომ მიყურადება, ჩაწერა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და პროკურატურა ვალდებულია საქმე აღძრას», — აცხადებს ღუდუშაური.

მისი თქმით, ამ ჩანაწერის გავრცელება ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და სწორედ იმ მედიასაშუალებით გავრცელდა, რომელიც პირდაპირაა დაინტერესებული ქვეყანაში სიტუაცია არასოდეს დაწყნარდეს.

დეპუტატის თქმით, შეურაცხყოფის მიყენების უფლება არავის აქვს, ამას ადეკვატური რეაქცია აუცილებლად უნდა მოყვეს, მაგრამ ეს კომბლით მივარდნას არ გულისხმობს, სამოქალაქო კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, ანუ საკითხი სამართლებრივად უნდა გადაიჭრას და ქუჩური გარჩევით.

Comment here