ბოლო სიახლეებიმთავარი

დახურულ კარს მიღმა აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო შესაძლებლობები განიხილეს

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში. ამ თემებზე დახურულ კარს მიღმა ფორმატით მსჯელობდნენ დღეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში.

„დღეს იყო საინტერესო, საკომიტეტო მოსმენა, სადაც მოვისმინეთ თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაცია სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების შესახებ. ვისაუბრეთ ზოგადად აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო შესაძლებლობებზე, შეიარაღებაზე, მცურავ საშუალებებზე და სამხედრო წვრთნებზე, რომელსაც აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები ატარებენ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში», — განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ბერაიამ.

Comment here